კახა კალაძე: ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ისე პარტიული მუშაობის თვალსაზრისით

თანამდებობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე.
მისივე განმარტებით, კანდიდატს პარტიის პოლიტსაბჭო დაასახელებს.

„პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, გუნდის წევრები სრულად გაიზიარებენ.

„ჩვენს პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტსაბჭო წარმოადგენს. თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე:”მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი- რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? “
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: მეგობარი აქტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული და შედგენილი საკანონმდებლო აქტი, სადაც ზედმიწევნით კარგად არის გაწერილი ის პერსპექტივა რაც საქართველოს მიეცემა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებში, მაგრამ თუ კი დავრჩებით ისევ ამ თვითმარქვია ხელისუფლების პირობებში, ამ შემთხვევაში საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ ექნება