კახა კალაძე: ჩემთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, ყველაფერი იქნება ცნობილი

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, იქნება თუ არა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ სიაში.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საგურამოში, პარტიის ახალი სახეების წარდგენის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.

“ჩემთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, ყველაფერი იქნება ცნობილი. მესმის, რომ ძალიან გაინტერესებთ, ვინ იქნება პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის შემადგენლობაში, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგრამ ამ ყველაფერს საზოგადოება დროთა განმავლობაში გაიგებს”, – განაცხადა კალაძემ.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:სკანდალური ფირის სკანდალური გაგრძელება
შემდეგი სტატია“ახალი სახეებიდან 8 ქალი და 7 მამაკაცია, ასე რომ, მივეჩვიოთ ამ ახალ რეალობას”