კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიზნესმენებს შეხვდა.

კახა კალაძე მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

“თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, ვისაც დიდი როლი და წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, შესაბამისად თქვენი თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი პრობლემა ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შემქნა. ზუსტად თქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერითა და გვერდში დგომით. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ, დაგეხმაროთ ამ პროცესში” – განაცხადა მერობის კანდიდატმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

კახა კალაძემ ბიზნესმენებს დეტალურად გააცნო 7-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა, მათ შორის მშენებლობების, სატრანსპორტო, ეკოლოგიურ და სოციალური პოლიტიკა.

“უმნიშვნელოვანესია ქალაქის ურბანული განვითარება, ამის გამოსასწორებლად პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ეს უნდა იყოს ერთგვარი კონსტიტუცია ქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქალაქი განვითარდეს სწორი მიმართულებით. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობების საკითხის მოწესრიგება. სამწუხაროა, როდესაც ვიგებთ, რომ მშენებლები იღუპებიან, აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გავამკაცრებთ ამ მიმართულებას. ჩემი მერობის პირობებში გამორიცხული იქნება მშენებლობის ნებართვის გაცემა სკვერების, სპორტული მოედნებისა და მსგავსი ადგილების ხარჯზე. ამ პროცესშიც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ჩართულობა”, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური – წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთის საზღვარზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს