კახა კალაძე: ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე

მომავალი წლის ივლისიდან პენსიის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციზე კომენტარებს აკეთებენ მთავრობის წევრები.

“ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ზოგადად, ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე,” – განაცხდა ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, როგორც საგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე დეფიციტური მუხლები უკვე პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: თურქეთის არგუმენტი სუ-24-თან დაკავშირებით სისულელეა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა