კახა კალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

მისივე თქმით, ყველა უბანში, ყველა რაიონში არსებობს შენობა-ნაგებობები, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. როგორც კალაძე ამბობს, სწორედ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამის საშუალებით მოხერხდება ავარიული სახლების ჩანაცვლება.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც დადო რეალური პროგრამა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება. ეს სერიოზული პრობლემაა და მთელი ორი თვის განმავლობაში ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი. სამწუხაროა, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, რადგან პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი. არავინ ინტერესდებოდა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა ხედვები გვქონდა, რა პროგრამები. რომ არა ბათუმის უმძიმესი ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და ახლობლებს, საერთოდ ამ თემაზე ალბათ, ყურადღებას არ გაამახვილებდა. ზუსტად ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამ ქალაქში. ყველა უბანში, ყველა რაიონში არსებობს ასეთი შენობა-ნაგებობები, 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ პროექტი, რომლითაც მოხერხდება ავარიული სახლების ჩანაცვლება. გარდა ამისა ის საცხოვრებელი სახლები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული, ამ კორპუსებიდან ხალხი გაყვანილი გვყავს და ქირას უხდის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშივარ აფხაზეთიდან, დიახაც, მე ნამდვილად მაქვს სახლი აფხაზეთში-ნაყოფიას პასუხი პრემიერმინისტრს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მიმიყვანეთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე