კახა კალაძე ასლან ბჟანიას განცხადებაზე: შემაშფოთებელი და მძიმეა აღნიშნული გადაწყვეტილება

აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა.

„არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გგონიათ, რომ აშშ-სთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები ფარცხალაძის საქმეზე