კახა კალაძე – არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა

საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა.

„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩვენი ქლაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის.
ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიულიარჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს
შემდეგი სტატია,,ვისაც აქვს იდეები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის – ჩვენ ოპონენტები ვიყავით და არა მტრები”