კახა კალაძე: აფხაზები რუსეთში ელექტროენერგიას ვერ გაყიდიან, რადგან ხაზს ჩვენ ვაკონტროლებთ

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს, ქართული მხარის მიერ კონტროლდება.

კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ენგურჰესი მეტ ელექტროენერგიას იღებს, ვიდრე ადრე იღებდა და აღნიშნულ ელექტოენერგიას კრასნოდარში ყიდის, რამაც ერთგვარი კორუფციული სახე მიიღო.

„ელექტროენერგიას იმდენს ვაწვდით, რამდენიც საჭიროა მათი მოხმარებისთვის, თუმცა ბოლო წლებში გაზრდილია მოხმარება. ფიზიკურად ვერ გაყიდიან რუსეთში, რადგან ხაზს, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებთ, ჩვენ ვაკონტროლებთ. ასე რომ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: რუსეთთან უვიზო რეჟიმი ჩვენი ეკონომიკისთვის ჟანგბადია
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი კვლავ პარალიზებულია