კახა კალაძე – ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც, სწორი პოლიტიკის შედეგად, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოჰყვება.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ყველაფერი იმ პრაგმატული პოლიტიკის გარეშე, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელია დღევანდელ ვითარებაში. ვიცით, რაც ხდება მსოფლიოში, რეგიონში. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია, რაიმე წარმატებაზე ისაუბრო – ან ქვეყნის განვითარებაზე, ან ეკონომიკურ წინსვლაზე. შესაბამისად, ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც, სწორი ნაბიჯებით, მოყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს არის ევროკავშირის დიდი სირცხვილი