კახა კალაძე: ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობით ყველა შეწუხებულია

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარებაა საჭირო.

კალაძის თქმით, შესაძლოა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის აღნიშნული ინიციატივა არც ისე მტკივნეული იყოს.

“მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის შეიძლება არც იყოს მტკივნეული, ამიტომ, პირველ რიგში საჭიროა მივიღოთ ინფორმაცია თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით, რა განწყობაა. ვფიქრობ, ეს კვლევები მოგცემს შედეგს, თუ რა სურს მოსახლეობას, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობით ყველა შეწუხებულია”, – განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. აღნიშნული ინიციატივა, შს მინისტრის წარდგინებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ინიციატივის თანახმად დადგინდება კონკრეტული თარიღი, რის შემდეგაც საქართველოშიო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, აკრძალვა არ შეეხებათ საქართველოში უკვე არსებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს.

banner
წინა სტატიაშიროგორი იქნება “ოცნების” საარჩევნო სიის ათეული?- ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე და კობა ლიკლიკაძე
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების დაწყებას გეგმავს