კახა კალაძე „ახალი თეატრის“ მანიფესტზე: არ მინახავს, ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეებში ვხედავთ – უნიჭო, არაფრისმომცემი

„ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, კახა კალაძე პასუხობს, რომ არ უნახავს, თუმცა, ეს იქნებოდა ისეთივე არაფრისმომცემი შოუ, როგორიც ბოლო დღეების განმავლობაში იმართება ხოლმე.

„სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ – უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ, ჩვეულებრივი ფარისევლობაა.

გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი – თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. წარმოგიდგენიათ? ამას მოჰყვა გულანთებული ქართველების პროტესტი. რეალურად, თავად ევროპა არჩევნების წინ გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებების თემა დახურულია, საქართველომ თურმე ევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია. ჩვენ ვუსვამთ კითხვას „რატომ“ და გვაჩვენეთ ერთი კონკრეტული ქმედება-თქო, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი, რაც მარცხისთვისაა განწირული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო