კახა კალაძე – აგენტურა, ქვეყნის ღალატი ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები

აღნიშნული კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები და არავის მიეცეს შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების გავლით აქ შემოვიდეს თანხები, მოხდეს საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა, აგენტურის დაფინანსება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიმართ.

„თქვენ როდიდან დაიწყეთ ამ ორგანიზაციის აღიარება? თქვენ, პირიქით, ამბობდით, ვინ არის ეუთო/ოდირი, არაფერს წარმოადგენს და არც მათი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არაფერს წარმოადგენსო. თუ რამეს ვიტყუები, შეგიძლიათ, ამოიღოთ არქივი და ნახოთ თქვენი რადიკალი პოლიტიკოსების განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის განცხადებას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სიფრთხილით ვეკიდებით. ზუსტად იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ტყუილად არ გადმოგვიღია. აგენტურა, ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის. აღნიშნული კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები და არავის მიეცეს შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების გავლით აქ შემოვიდეს თანხები, მოხდეს საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა, აგენტურის დაფინანსება. ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩემო მეგობრებო. რაც იყო წლების წინ, ის ვეღარ იქნება და ვეღარ მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მოლოდინი მქონდა, საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაცია მადლობას ეტყოდა, რომ „დიფ სთეითზე“ საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა