კახა კალაძე – ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს

ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა, ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ჩვენ ვიხილეთ.

„ადამიანის დაჭერა არავის უხარია. ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაუხარდეს?! თუმცა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კანონდარღვევა, შესაბამისად, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ჩვენ ვიხილეთ. თუმცა, თითოეულ პოლიციელს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ საოცრად მოითმინეს, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და პოლიციელის მუნდირს ჩვენც უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ კახა კუკავა აირჩიეს
შემდეგი სტატიაბაკურიანში “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმრო აშენდება