კახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში, 18 ლოკაცია დასახელდა და ერთ-ერთი გახლავთ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება.

ჩვენ ამ წამოწყებას რა თქმა უნდა, მივესალმებით. განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად როგორც ვიცი არის ოცდღიანი ვადა.

წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, – განაცხდა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულო გამოვიდა ახალი ინიციატივით, რომლის თანახმადაც, „ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა, სახელი გადაერქვას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს
შემდეგი სტატიათუ ოდნავ მაინც შერჩა პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა, მან შეწყალებაზე უნდა ისაუბროს – კილაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე საუბრობს