კახა კალაძე: ,,ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება”

news
ავტ.: news ივნისი 27, 2016 12:06

კახა კალაძე: ,,ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება”

ახალი ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“კიდევ ერთი დამატებითი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯება ამ ყველაფერში. თქვენ ხედავთ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია”,- განაცხადა კალაძემ ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის დღევანდელ ღონისძიებაზე.

მისევე თქმით, მშენებლობის პროცესში შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ვითარდება.

2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი ტერმინალი მოემსახურება, ტერმინალს საფუძველი პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრთან და “ტავ ჰოლდინგის” პრეზიდენტთან ერთად ჩაუყარა. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2015 წელს 1,800 00 გადააჭარბა.

news
ავტ.: news ივნისი 27, 2016 12:06

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics