კახა კახიშვილი: “პრობაციონერები, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის არსებულ გადასახადს, აღარ გადაიხდიან”

სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის ინფორმაციით, პრობაციონერი, რომელიც საცხოვრებელ ადგილს იცვლის, პრობაციის ბიუროში გადასახადს აღარ გადაიხდის.

როგორც მთავრობის სხდომაზე კახიშვილმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის.

“ორ კანონში ცვლილებების ინიცირებას ვახდენთ, პირველი ეს არასაპატიმრო სასჯელაღსრულების წესის და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებაა. ჩვენ ვაუქმებთ გადასახადებს, მოგეხსენებათ, რომ პრობაციონერი, რომელიც საცხოვრებელ ადგილს იცვლის, 20 ლარს იხდის პრობაციის ბიუროში. თუ პრობაციონერი ერთი თვით იცვლის ადგილს, რაც ძირითადად ზაფხულის თვეებში ხდებოდა, როდესაც დასასვემნებლად მიდიოდნენ, 50 ლარი უნდა გადაეხადა სამთვიანი ნებართვისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლო, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს გადასახადები გაუქმდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, ეს ის დაწესებულებაა, სადაც მსჯავრდებულებს შაბათ-კვირას სახლში გასვლის საშუალება ეძლევათ. ამ დაწესებულებაში დარეგულირებული არ იყო ხანმოკლე პაემნის წრე. ახლა, ხანმოკლე პაემნის წრე ფართოვდება, გარდა მშობლისა და მეუღლისა, ფართო წრეს საშუალება ეძლევათ, მსჯავრდებულები მოინახულონ”, – აღნიშნა კახიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები შედის პრობაციის შუამდგომლობას, შებრუნების თაობაზე.

“სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას კანონით დადგენილ 30 დღის ვადაში იხილავდა, ეს არ იყო ეფექტური. ალბათ გახსოვთ, ზუგდიდში მომხდარი დანაშაული, პრობაციის ოფიცერმა სასამართლოს მიმართა შებრუნების მოთხოვნით, ვინაიდან პრობაციონერი მუდმივად არღვევდა რეჟიმს და სასამართლო ამ საქმეს იხილავდა. ეს პროცესი ერთი თვე გაიწელა და 29-ე დღეს ამ პრობაციონერმა ადამიანი მოკლა. ამიტომ, ჩვენ ამ კუთხით გვინდა გავამკაცროთ და დავადგინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრობაციის ოფიცერი ჩათვლის, რომ უფრო მკაცრი რეჟიმია პრობაციონერის მიმართ გამოსაყენებელი, სამი დღის ვადაში განიხილოს სასამართლომ ეს შუამდგომლობა. ამავდროულად ჩვენ ვახდენთ ცვლილებების ინიცირებას, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ პირობითი სასჯელი, ან თავისუფლდებიან და უწევთ უკვე პრობაციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, ამავდროულად მეორე რეგულაციით ექვემდებარებიან დეპორტირებას. ფაქტობრივად ხდება ორი ნორმის კოლიზეა. ერთის მხრივ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება პირობითი მსჯავრის თაობაზე, მეორეს მხრივ გვაქვს ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება დეპორტირების შესახებ. ეს სწორდება ამ ცვლილებით და უცხო ქვეყნის მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტირებას”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი აშშ-ში საგამოძიებო ბიუროს ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვია
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძემ ფინანსთა მინისტრს მოუწოდა მუნიციპალიტეტებში თანამშრომლების საშტატო განაკვეთის გარეშე, ხელშეკრულებებით აყვანის საკითხით დაინტერესდეს