კახა კახიშვილი – რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ, ორიენტირებულია, რომ გათავისუფლებულმა ადამიანმა დანაშაული აღარ ჩაიდინოს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 10:50

კახა კახიშვილი – რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ, ორიენტირებულია, რომ გათავისუფლებულმა ადამიანმა დანაშაული აღარ ჩაიდინოს

ყველა რეფორმა, რომელიც ჩავატარეთ, ერთ შედეგზეა ორიენტირებული, რომ რისკი რაც შეიძლება მეტად შევამციროთ და გათავისუფლებულმა ადამიანმა დანაშაული კვლავ არ ჩაიდინოს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვათა შორის, პატიმრებს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ აქვთ უფლება, უმაღლესი განათლება დისტანციურად მიიღონ. უმაღლესი განათლების მიღების რეფორმა მასტიმულირებელია, რომ ადამიანი ცუდად აღარ მოიქცეს და ისევ დანაშაულზე არ იფიქროს. აგერ წიგნები, ტესტები, ისწავლე, ჩააბარე, მიიღე უმაღლესი განათლება და როცა გამოხვალ, იმაზე კი არ იფიქრო, თავისუფლებაზე თავი სხვაგვარად როგორ დაიმკვიდრო, არამედ კონკრეტული დოკუმენტი გქონდეს, რის საფუძველზეც სამსახურს იშოვი. ეს მომავალში დანაშაულის განმეორებით ჩადენას გამორიცხავს“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, იგივე ეხება კულინარიისა და ხეზე კვეთის კურსებს, რომელსაც სამინისტრო ხელს უწყობს.

„ადამიანს, რომელსაც პროფესია აქვს, გათავისუფლების შემდეგ შეუძლია, წავიდეს და რომელიმე რესტორანში მზარეულად დასაქმდეს. ამ შემთხვევაში მას დანაშაულის კვლავ ჩადენის სურვილი აღარ გაუჩნდება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ისეთი ადამიანიც არსებობდეს, რომელიც დანაშაულს მაინც ჩაიდენს, მაგრამ ასეთი ტიპის პროგრამები საშუალებას იძლევა, დანაშაულის განმეორება უფრო მეტად გამოირიცხოს. ერთია, როცა ადამიანი სასჯელს იხდის, გამოდის, არც სახლი ხვდება, არც ოჯახი, არც პროფესია აქვს, არ იცის რა აკეთოს და იძულებულია, კვლავ დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ როცა ასეთ ადამიანს მოამზადებ და პროფესიის დაუფლების, ან განათლების მიღების საშუალებას მისცემ, რა თქმა უნდა, დანაშაულის განმეორების რისკი ნაკლებია“, – განაცხადა კახიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენი მსჯავრდებული იღებს უმაღლეს განათლებას, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებდნენ და დაფინანსების გრანტებსაც კი იღებდნენ, მაგრამ რადგან შემდგომში მათი სწავლის პროცედურები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო, ისინი აკადემიურს იღებდნენ და აკადემიურის ვადების ამოწურვის შემდეგ გამოცდების შედეგებიც უქმდებოდა.

„დღეს უკვე, დაბალ რისკში ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, უმაღლესი განათლება მიიღონ. დაბალ რისკში იმიტომ, რომ კარგად უნდა მოიქცე, რათა რისკი შეგიფასდეს, რომ დაბალი რისკის მატარებელი პატიმარი ხარ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 10:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics