კახა კახიშვილი : ფარულ ჩანაწერში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ

ზოგადად გუშინ გავრცელებულ საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება არის ის, რომ ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.

,,რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ეს არის ის, როგორ ვუყურებ წმინდა სამართლებრივად ამ საკითხს. ზოგადად საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე ექსპერტის დასკვნა იძლევა”, – განაცხადა კახიშვილმა.

კითხვაზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შემთხვევაში, რამდენად მზადაა სასჯელაღსრულების სამინისტრო, კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის სასჯელის აღსრულების სამინისტრო, ,,შესაბამისად, თუ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ მას აღვასრულებთ”.

,,მითუმეტეს, რომ ციხეებში გადაჭედილობის პრობლემები აღარ არის, ასე რომ ამ კუთხით პრობლემებს ვერ ვხედავ”, – განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს”-არასამთავრობოების განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება