კახა კახიშვილი: მსჯავრდებულები ოჯახთან კავშირს შეინარჩუნებენ

კახა კახიშვილი: მსჯავრდებულები ოჯახთან კავშირს შეინარჩუნებენ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულსაშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისუფლება მიენიჭება. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათაპაკეტით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე დღეს სასჯელაღსრულებისადა პრობაციის მინისტრმა წარადგინა. კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლის მიზანია მსჯავრდებულის ოჯახთანურთიერთობის შენარჩუნება. „განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს ხანგრძლივიპაემნის სერვისი არ არის. ვფიქრობთ, ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომგანსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც მაღალირისკი დაუდგინდათ, საჭიროა მათ ჰქონდეთ ოჯახთან კომუნიკაციის და სხვადასხვააქტივობებში ჩართვის საშუალება. ამიტომ, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომგანსაკუთრებული რისკის პატიმრებს მიენიჭოთ წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნისუფლება“, – განაცხადა მინისტრმა. კახა კახიშვილის თქმით, მსგავსი კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნებაწელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით. პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კიდევარაერთ სიახლეს ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების, მათიუფლებების რეალიზაციისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მათშორის, აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო სიახლეებით, პენიტენციურიდაწესებულება ვალდებული ხდება ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არამხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლით და პირველადი მოხმარებისთვის საჭიროინვენტარითაც უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშილონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
შემდეგი სტატიაასეთი რამ ვერ განხორციელდება-სალია R2-ის წილების გადაცემაზე