კახა კახიშვილი – კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ციხეების გარე პერიმეტრის დაცვასა და მიმსვლელთა შემოწმების სამსახურზე ისაუბრა.

კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული სამსახურები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და მოხდება კადრების მომზადდება.

„რაც შეეხება ციხეების გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვას, ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა – კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები. ვფიქრობთ, ამ სისტემაზე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი, ვინაიდან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში ასეთი მოდელი აღარ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები ეტაპობრივად განხორციელდა სამ დაწესებულებაში. ვიბრო სეისმური „დატჩიკები“ იქნება დამონტაჟებული მიწის ქვეშ, რათა გათხრის და პერიმეტრთან მიახლოების ინდიკატორებმა გვიჩვენონ, რა ხდება. ამავდროულად იქნება დაკავების ჯგუფები. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ციხეებში არ იყო მიმსვლელთა შემოწმების სამსახურები, ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მთავარი სამმართველო, რომელიც სწავლებას გაივლის აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტში, სადაც ამოწმებენ რეისზე მისულ ადამიანებს. ასეთი ტიპის პროგრამით განვახორციელებთ ციხეებში შემსვლელი ადამიანების კონტროლს, რათა პენიტენციურ დაწესებუილებებში აკრძალული ნივთები არ იყოს შეტანილი “,-განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას
შემდეგი სტატიაბახტაძე – გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით