კახა კახიშვილი : ეს იყო გამოწვევა, რომელზეც იქნება ადეკვატური პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი ეხმაურება. კახიშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი იყო გამოწვევა, რომელსაც ადეკვატური პასუხი გაეცემა:

„ბუნებრივია ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო გამოწვევა. ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს გამოძიებას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ამ კუთხით. ცხადია, გამოძიების ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გაიხსნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა და განმარტა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების კუთხით, აღნიშნული საქმე ურთულესია და სრული სურათის დახატვა ორ დღეში არ არის შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიფლორიდას ქარიშხალი “მეთიუ” უტევს – მილიონობით ადამიანი საცხოვრებელს ტოვებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მიმართავს