კახა კახიშვილი დეპუტატებს – ყოველთვის მქონდა თქვენი იმედი და ვგრძნობდი მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების კუთხით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტი მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

„მე ყოველთვის მქონდა თქვენი იმედი და ვგრძნობდი იმ მხარდაჭერას, რომელიც მქონდა პარლამენტში, ამ რეფორმების გატარების კუთხით და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მე ჩამოვთვალე, ასევე მხარდაჭერილი იქნება თქვენ მიერ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზარდიაშვილის კითხვები წულუკიანს
შემდეგი სტატია,,ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ”