19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

კახა კახიშვილი დაკავებულ ექიმზე: კანონის დაცვა აუცილებელია, მაგრამ ასეთი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ექიმ მაია კოხტაშვილის საქმეს.

„კანონი კანონია და მისი დაცვა ყველას გვევალება, მათ შორის ექიმსაც. თუ კანონი დაირღვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს. მაგრამ ჩემთვის მეორე საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რამდენად სწორია, როდესაც ადამიანს სპეციალურად აგზავნი ექიმთან, ის უყვება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე, სთხოვს დახმარებას და შემდეგ ექიმის სურვილი, დაეხმაროს პაციენტს, მისი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თუ შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ექიმი ამას სისტემატურად აკეთებდა ან მანამდეც არღვევდა კანონს, მაშინ სწორედ ეს უნდა შეესწავლათ, დაკვირვებოდნენ მის საქმიანობას, მოეპოვებინათ შესაბამისი მტკიცებულებები და საქმე რეალურ ფაქტებზე აეგოთ.
კანონის დაცვა აუცილებელია, მაგრამ დარღვევასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ. თუ დარღვევა რეალურად და სისტემატურად ხდება, ის უნდა გამოავლინო და დაამტკიცო, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც საბოლოოდ თავად ხდება ადამიანის დასჯის საფუძველი“, – წერს კახიშვილი.
banner
წინა სტატიაშირომის პაპი ლეო XIV: ლოცვით განვაახლოთ ჩვენი ერთგულება მშვიდობისადმი
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილის ჩრდილოვანი ხელი, რომელიც აფათურებდა, რათა მიეღწია ოპოზიციის დაშლისთვის