კახა კახიშვილი – არანაირი მუქარა, მათ შორის მირზა სუბელიანისგან, არ მახსოვს

არანაირი მუქარა, მათ შორის მირზა სუბელიანის მხრიდან, არ მახსოვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა,

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განუცხადა.

კახიშვილი გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.

მისივე თქმით, “კომპრომატის არსებობა მაშინ დგინდება, როცა ესა თუ ის პირი უცებ გაჩუმდება“.

„ჩემი გაჩუმება არავის გახსოვთ. არც იმ წლებში, როცა ვიყავი ექსპერტი, მე არ მახსოვს არასდროს, არც პირდაპირი და არც ირიბი მუქარა. არანაირი მუქარა მათ შორის მირზა სუბელიანისგან არ მახსოვს. კომუნიკაციაც კი არ ყოფილა ამა თუ იმ თემაზე მასთან“, – აღნიშნა კახიშვილმა.

სავარაუდოდ, სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

„მირზა სუბელიანი – „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო“, – ნათქვამია ჩანაწერებში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის გამოსვლა იყო არასწორად ინტერპრეტირებული – უმრავლესობა ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაარასდროს მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, ჩემთვის არც ის უთქვამთ, რომ სუბელიანი ციხის პირობებს აპროტესტებდა