კახა კახიშვილი : მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ჭორაობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტის განცხადებას აფასებს.

მინისტრის თქმით, მან არ იცის, რა გახდა პრეზიდენტის განცხადების საფუძველი.

“არ ვთვლი, რომ პრეზიდენტი ჭორაობს. არ ვიცი, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი რა გახდა, თუმცა, შემდგომში ასეთი ტიპის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი ყოველთვის არის. როგორც ვიცი, პროკურატურაში ამ საკითხზეც დაიწყო გამოძიება”, – განაცხადა კახიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კახიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძის შესაძლო კავშირზე მიუთითეს. როგორც ცნობილია, საპასუხოდ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ჭორაობისგან თავი შეიკავოს.

“კორცხელთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. საქმის კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი. იცით, რომ დაზარალებულები მეორე მხარესაც არიან. ამ გამოძიების ფარგლებში ყველაფერი გაირკვევა. გადარიცხვებთან დაკავშირებითაც იყო ინფორმაცია და როგორც ვიცი, გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ამ ნაწილზეც მუშაობს”, – აცხადებს კახიშვილი.

banner
წინა სტატიაშისდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის განცხადება ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილ ლ.-ო.-ს შემთხვევასთან დაკავშირებით