კახა კახიშვილი – ადვილი შესაშინებელი არ ვარ

ადვილი შესაშინებელი არ ვარ და რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

კახიშვილი გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ კახიშვილის და ჟურნალისტ ლალი მოროშკინას საუბრის ფარული ჩანაწერი აქვს.

“მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? – არალოგიკურია ეს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა
შემდეგი სტატია,,ბინების ყოველდღიურად გაქირავებაზე სახელმწიფო გადასახადის დაწესებას არ აპირებს”