კახა ცხადაძე: სპორტის მინისტრს ჩემი შეცვლა სურს

კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. მთავარმა მწვრთნელმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ცხადაძემ ვრცლად ისაუბრა სფფ-ს პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან გამართულ შეხვედრებზე. ცხადაძე აცხადებს რომ სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი შეცვლა სურს და მიმდინარე პროცესებში მისი ინტერესები იკვეთება, ცხადაძემ მინისტრთან საუბრის დეტალებიც გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ უთანხმოების მთავარ მიზეზად სახელფასო სისტემა იქცა, რომელიც ახალმა ხელმძღვანელობამ შემოიტანა, საუბარია ბონუსსისტემაზე, რომლის დანერგვაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სურს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანახმაა, რომ საკუთარი ხელფასიდან 25% მოიკლოს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის ვერ შედგა.

banner
წინა სტატიაშიუმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ
შემდეგი სტატიარუსული რუბლი დოლართან და ევროასთან მიმართებაში კატასტროფულად დაეცა