კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრებიდან გაათავისუფლეს

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღმასკომმა ფედერაციის პრეზიდენტის აზრი გაითვალისწინა.

„სამწუხაროა, რომ ეს თემა აქამდე მივიდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკვე იცით. ჩვენი საერთო სურვილია პრეზიდენტი და ცხადაძე შეხვდნენ ერთმანეთს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს კონტრაქტის გაწყვეტა. რაც შეეხება გეგუჩაძეს, არ გამართლდა მედიაში გავრცელებული ჭორები. ის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ინიშნება“, – განაცხადა ფიფიამ

მისივე თქმით, აღმასკომი გადაწყვეტილებისას ერთსულოვანი იყო და აღმასკომმა პრეზიდენტის აზრი გაითვალისწინა. რაც შეხება დაფინანსების თემას, ფიფიას თქმით, რა თქმა უნდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასი, მისი წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება, რადგან სწორედ ამ თემით იყო განპირობებული ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დარჩენა-არდარჩენის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კაციტაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება
შემდეგი სტატიააღმასკომის წევრებთან ერთად მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს ხელშეკრულება უნდა შეუწყდეს