კახა ცისკარიძის საარჩევნო სლოგანი „კახა ბერი-კახა მერი“ იქნება

პოპულარული გამხადეს ბათუმელებმა, გარკვეულწილად ვალში ვარ და მინდა, ჩემს ქალაქს დავეხმარო, – ამის შესახებ მომღერალმა კახა ცისკარიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

„კახა ბერი-კახა მერი“-ეს იქნება საარჩევნოდ მისი ერთ-ერთი სლოგანი. არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება მომღერალმა დღეს გააკეთა. იგი ჟურნალისტებს მარტო შეხვდა და განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

ცისკარიძე ბათუმელებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საწყის ეტაპზე იმაში, რომ შეუგროვონ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო 2000 ხელმოწერა.

“პოპულარული გამხადეს ბათუმელებმა, გარკვეულწილად ვალში ვარ, მინდა, ჩემს ქალაქს დავეხმარო და დავამსხვრიო სტერეოტიპები, რაც ბათუმის მერთან დაკავშირებით არსებობს”, – განაცხადა კახა ცისკარიძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 110 000-მდე მარიამი ცხოვრობს
შემდეგი სტატიასაყდრისის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, უნიკალური ძეგლი – ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-ის მიერ დაზიანებულია