კახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა

კახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა. კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ დღე, რომელიც მისთვის კალენდარში ყველაზე ცუდი დღე იყო, გახდა დღე, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებოდა.

“6 წელია ჩემთვის კალენდარში 13 ნოემბერი ყველაზე ცუდი დღეა. […] ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე გულის ნაწილი.

ვიფიქრე, რომ ბედი სასაცილო რამეა, როდესაც ექიმებმა მითხრეს ბავშვის გაჩენის ვადა 13 ნოემბერი იყო. ასე რომ, ყველაზე საშინელი დღე კალენდარში გახდა დღე, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი.

ჩემმა შვილმა ამ სამყაროს მოვლენა 3.5 საათით ადრე გადაწყვიტა და 2020 წლის 12 ნოემბერს, 20:30 საათზე დაიბადა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგოგორიშვილი: როცა წერ, რომ 2+2=9, ეს ადამიანური ფაქტორი კი არა, უვიცობაა
შემდეგი სტატიაწყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ, 24 საათიანი პროტესტი გრძელდება