33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კახა ასკურავა: პირდაპირ ეთერში ოპონენტებს თავ-პირს ალეწავენ და არაფერი, სიტყვის გამო კი პატიმრობას უსჯიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას.

ასკურავა აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მაშინ, როდესაც ფიზიკური ძალადობის ფაქტები რეაგირების გარეშე რჩება, სასამართლო დარბაზში გამოხატული პოზიციისთვის ადამიანს პატიმრობას უსჯიან:

„რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თავ-პირს ალეწავენ პირდაპირ ეთერში ოპონენტებს და იმათ არაფერი, სასამართლოზე ნათქვამი სიტყვის გამო კი — პატიმრობა… აი, ასეთი სამართალი მივიღეთ ბოლოს“, — წერს ასკურავა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ უსამართლობა ადრე თუ გვიან ყველას შეეხება:

„ვინმეს თუ ჰგონია, ჩაუწვება, ჩუმად იქნება და მასთან არ მივა ეს უსამართლობა, მაგრად ცდება?!“ — წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: არ გამოვრიცხავ, თავმჯდომარეობის კანდიდატი უკონკურენტო იყოს
შემდეგი სტატიაანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას განაჩენზე: მართლმსაჯულება არ არსებობს, სასამართლო სანოტარო ბიუროდ არის ქცეული