კაკაურიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 4.2 მლნ ლარით იზრდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 4.2 მლნ ლარით იზრდება, რაც ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი ითვალისწინებს კომისიებში წევრთა რაოდენობის ზრდას და მათი ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა .

„4.2 მლნ ლარით იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება და ეს სრულად არის დაკავშირებული ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან, რომელიც ითვალისწინებს კომისიებში წევრების ზრდას და შესაბამისად, მათი ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს- “აუცილებელია, თამარ ჟვანიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”
შემდეგი სტატიასათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილებებით სახელმწიფო კონტროლის ეფექტური მექანიზმი იქმნება