კაკაბაძე – გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სააკაშვილს არ აქვს განცდა, რა დანაშაულები ჩაიდინა ქვეყნის წინაშე

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არაფერს ნანობს.

როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, სინანულის გრძნობა არც სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ გააჩნია.

კაკაბაძე აცხადებს, რომ გუშინდელ სასამართლოო სხდომაზე საქმეზე საუბარი არ ყოფილა.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არც თვითონ სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს განცდა, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ის გამოსვლა, რომელიც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, პირდაპირ იყო განაცხადი, რომ დიახაც, რაც გავაკეთე იყო სწორიო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა, ეს ყოფილა ქვეყნის წინსვლა. არც ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების, არც გირგვლიანის ოჯახის წინაშე, რომელიც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშუალოდ აწამეს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, პირიქით, თქვა, რომ ეს იყო პიარსაქმეო, რითაც რა თქმა უნდა შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომ არაფერი ვთქვათ გარდაცვლილზე. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში საქმესთან, მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა, მოსამართლემ არანაირი უფლებამოსილება არ გამოიყენა და არ შეაჩერებინა ის რიტორიკა, რომელსაც სააკაშვილი ეწეოდა, თუმცა მას ამის უფლება და ვალდებულებაც ჰქონდა, რადგან არც ერთი წინადადება, რომელზეც საუბრობდა, არ ეხებოდა საქმეს. აქედან გამომდინარე, მან გამოიყენა სასამართლო პირად ტრიბუნად, რომ მიემართა საზოგადოებისთვის. როდესაც პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა მოსამართლეს არასაქმიანი გამოსვლა, მოსამართლემ მოიშველია ის, რომ ბევრი პროცესი ჩავატარეთ სააკაშვილის წინააღმდეგ და მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო და ახლა ვაძლევთ ამის საშუალებასო, ეს საშუალება არავის წაურთმევია მისთვის, ეს იყო მისი არჩევანი, როდესაც იმალებოდა და თავს არიდებდა ქართულ მართლმსაჯულებას, ის ამ შესაძლებლობას არ იყენებდა თავისი ნებით. ვფიქრობ, სააკაშვილის გუშინდელი სიტყვა იყო შეურაცხყოფა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა სასამართლოს გამო, რადგან მას შეეხო ცუდად, მაგრამ არ მომისმენია ბოდიში იმაზე, რაც ცუდად შეეხო ხალხს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მომავალ სასამართლო სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობის შანსის გამოყენება – ადვოკატი​