კრუიზი, რომლითაც კაბო-ვერდიდან თითქმის 150 ადამიანით გავიდა და ესპანეთის კანარის კუნძულებისკენ გაემართა, კარანტინშია. ჰანტავირუსმა 3 ადამიანი იმსხვერპლა.
apnews-ის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები კაიუტებში არიან გამოკეტილები.
6 მაისს, ჯანდაცვის ექსპერტმა ღია ზღვაში ჩარჩენილი საკრუიზო ლაინერის, “MV Hondius“ -ის მგზავრები გააფრთხილეს, რომ მათ შესაძლოა რვა კვირიანი კარანტინის გავლა დასჭირდეთ, პარალელურად კი სპეციალისტები საკრუიზო ლაინერზე “ჰანტავირუსის” აფეთქების ლოკალიზებას ცდილობენ.
“ჰანტავირუსი“ მღრღნელებისგან ვრცელდება, თუმცა მისი იშვიათი შტამი, “ანდების“ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც გადადის და 40%-იანი სიკვდილიანობა ახასიათებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვარაუდით, სწორედ ეს შტამი გახდა აფეთქების მიზეზი, რომელმაც უკვე იმსხვერპლა სამი მგზავრი, შვიდი კი დაავადდა.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ “ჰანტავირუსის“ საწინააღმდეგო პრეპარატი არ არსებობს და მხოლოდ მისი სიმპტომური მკურნალობა არის შესაძლებელი. დაავადება თავიდან გრიპს ჰგავს, თუმცა მდგომარეობა შეიძლება სწრაფად დამძიმდეს.
მიუხედავად მძიმე სურათისა, ექსპერტები თვლიან, რომ გლობალური პანდემიის საფრთხე არ არსებობს, რადგან ვირუსის გასავრცელებლად ხანგრძლივი და ძალიან ახლო კონტაქტია საჭირო.
გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს, კრუიზის გემიდან ჰანტავირუსით დაავადებული ორი პაციენტი და ერთი, რომელსაც სავარაუდოდ, ინფიცირებულია, ნიდერლანდებში გადაიყვანეს.
ექიმ დევისის თქმით, 150-მდე მგზავრს სასწრაფოდ ხმელეთზე გადაყვანა ესაჭიროება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემად ის რჩება, რომ გემს პორტში შესვლის უფლებას არავინ აძლევს. კაბო-ვერდეს ხელისუფლების უარის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაინერს ესპანეთის კანარის კუნძულები მიიღებს, თუმცა ოფიციალურ მადრიდს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.
















