კაიროში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დღეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა კაიროში დელეგაციას გაგზავნის, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე, ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს.

„მოთხოვნებია: ცეცხლის სრული შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, მათი ჰუმანიტარული დახმარებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა და მძევლების გაცვლის სერიოზული შეთანხმება“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

კაიროში ჩავა ისრაელის დელეგაციაც.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ასევე დაესწრებიან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ბილ ბერნსი და კატარის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა! – კობახიძეს სტუდენტები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, თბილისში აფეთქება მოხდა