კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ისე რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს

საქართველოს ხელისუფლებას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, განიხილება დამატებითი ზომებიც.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ისე რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. დღეს ჩვენ მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს“, – დაწერა კაია კალასმა.კაია კალასი –

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი და ეუთო-ს 37 სახელმწიფო მოუწოდებენ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად
შემდეგი სტატიაოთხი ოპოზიციური გაერთიანების განცხადება – მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს, განსახილველად დააყენოს ალან ბერსეს თბილისში ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერების საკითხი