13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

კაია კალასი: საქართველო ასევე არის მკაცრი შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი აღწევს წარმატებას

“საქართველო ასევე არის მკაცრი შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი აღწევს წარმატებას”,_ ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა   22 აპრილს ევროპარლამენტში განაცხადა.

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში დაამსხვრია ილუზია იმისა, რომ ევროპის უსაფრთხოება თავისთავად ნაგულისხმევი მოცემულობაა.
ჰიბრიდული თავდასხმები, დეზინფორმაცია, ზეწოლა ენერგეტიკული კუთხით, ასევე ზეწოლა ჩვენს საზღვრებთან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გაფართოება არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი – ეს სტრატეგიული პასუხია.

ჩვენ უკვე ვხედავთ უმოქმედობის შედეგებს. შეხედეთ საქართველოს – ქვეყანას, რომლის ხალხსაც უდიდესი უმრავლესობით სურს ევროპული მომავალი, თუმცა მისი ხელისუფლება ზღუდავს პოლიტიკურ გამოხატვას და ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს. საქართველო ასევე არის მკაცრი შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი აღწევს წარმატებას, როდესაც ქვეყანა რჩება „რუხ ზონაში“,დაუცველი იძულებისა და დემოკრატიული უკუსვლის წინაშე“,_ განაცხადა კალასმა.

banner
წინა სტატიაშილევან ყურაშვილი: საქართველოში შემოსავლის 38%-ს ჭამაში ვხარჯავთ, ევროპაში- 13%-ს. ესაა მთავარი და არა ქათმის ფასი
შემდეგი სტატიაპარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს