21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

კაია კალასი: სანქციებით აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით წერს, რომ აგურ-აგურ ინგრევა რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლები.

მისი ინფორმაციით, სანქციები მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ლიმიტის დროებით გაყინვას და იმ ინსტიტუტების დასანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი შემოსავლების გენერირების სანქციების პაკეტის და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

„სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ბანკები, იარაღის მწარმოებლები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და კრიპტო ოპერატორები მესამე ქვეყნებში“, – აცხადებს კალასი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილის ადვოკატი: ის პოლიტიკური სიტყვების გამო არის დაკავებული
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინადადება წარადგინა