11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კაია კალასი: რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული

ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ლიეტუვაში, პრემიერ-მინისტრ მინდაუგას სინკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ისინი ინიციატივას კარგავენ, მაშინ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული. ისინი ერთ დათმობაზეც კი არ წასულან, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ“, –
განაცხადა კალასმა.

ასევე, კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტით ადგილზე არსებული ვითარების შესახებ უკეთ გაიგეს.

„მოხარული ვარ, რომ სპეციალური წარმომადგენლები კიევში პირველად ჩავიდნენ. ეს უკრაინელებისთვის სამ დღეს ნიშნავდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გარეშე. ვფიქრობ, ეს ამ ვიზიტის პოზიტიური ასპექტია“
, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ ფარცხალაძე ომში წავიდა
შემდეგი სტატიათორნიკე გოშაძე ციხიდან წერილს ავრცელებს