9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

კაია კალასი: “ოცნება” ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი სულ უფრო მძიმდება.

„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი უარესდება. სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია იკრძალება და უცხოური აგენტების შესახებ კანონი გუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს და არც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით“, – განაცხადა კალასმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
შემდეგი სტატიალაშა ბუღაძე გველესიანს: დოსტოევსკის ციტირება ადვილია, ნაწამები პატიმრის ტკივილის დანახვა რთული