10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კაია კალასი – ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი პატივისცემით უნდა იყოს აღქმული

ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, დიპლომატია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ლიბანი ქაოსში არ ჩაიძიროს.

„ჰეზბოლას გადაწყვეტილება, დაესხას თავს ისრაელს ირანის მხარდასაჭერად, საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამავდროულად, ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო. მათი საპასუხო ქმედებები იწვევს მოსახლეობის მასობრივ იძულებით გადაადგილებას და ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს”,- განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევით დიდი შეცდომა დაუშვეს