ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ომის ექსპორტს ახდენს და ცდილობს, ის რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაავრცელოს, რათა ქაოსი დათესოს.
„ის, რასაც ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, სინამდვილეში იგივე დრონებია, რომლებიც ყოველდღიურად ესხმიან თავს კიევს. უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რადგან მათ შეიმუშავეს დრონების ჩამჭრელი და დრონებისგან დაცვის სისტემები“, – აღნიშნა კალასმა.
კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საზღვაო უსაფრთხოებითა და ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლით და ამ საკითხში დახმარების მიზნით საზღვაო მისიებზე იმუშავებს.















