კაია კალასი: “ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო”

“ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდ ევრომდე რუსული სახსრები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩეს, სანამ რუსეთი უკრაინას სრულად არ გადაუხდის რეპარაციებს მიყენებული ზიანისთვის.

ევროკავშირმა ახლახან გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით იმობილიზაცია.

ეს უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდ ევრომდე რუსული სახსრები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, სანამ რუსეთი სრულად არ გადაუხდის უკრაინას რეპარაციებს მიყენებული ზიანისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას იქამდე, სანამ ის სერიოზულად არ მიუდგება მოლაპარაკებებს.

მომავალი კვირის ევროპული საბჭოს სხდომა გადამწყვეტი იქნება მომდევნო წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად,” – წერს კალასი.

banner
წინა სტატიაში“რეჟიმმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი რუსული საქართველოსკენ” – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსული მხარის შეტევამ ოდესაში მდებარე პორტებში თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დააზიანა