13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

კაია კალასი: ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს.

„გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და იმის ნიშანი, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მულტილატერალური პროექტი, ევროკავშირი არსებობას განაგრძობს“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, „გაფართოება ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკაა“.

„ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საზღვრებს აფართოებს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ეუთოს დელეგაციასთან მიმოვიხილეთ რეპრესიული კანონმდებლობა, რაც სპობს ქვეყანაში თავისუფლების ნასახს
შემდეგი სტატია“ქრონიკა” სავარაუდოდ გიორგი კანდელაკისა და გივი თარგამაძის ჩანაწერს აქვეყნებს – რას პასუხობს კანდელაკი