15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კაია კალასი: ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუწყვეტს

ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუწყვეტს. 

როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, მიზეზი ფესტივალში რუსეთის მონაწილეობაა.

„სანამ რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს უკრაინული კულტურის წაშლას, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის გამოფენის უფლება. რუსეთის დაბრუნება ვენეციის ბიენალეზე მორალურად გაუმართლებელია და ევროკავშირი აპირებს, მისი დაფინანსება შეაჩეროს“, – განაცხადა კაია კალასმა 21 აპრილს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვენეციის ბიენალე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახელოვნებო გამოფენაa, რუსეთს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილებამ ევროპის მასშტაბით ფართო კრიტიკა გამოიწვია.
ლატვიის კულტურის მინისტრმა აგნესე ლაცემ განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ბიენალეს გახსნას 9 მაისს, თუ მასში მოსკოვი მიიღებს მონაწილეობას.
ლატვიის კულტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მონაწილეობა სანქცირებულ აგრესორ სახელმწიფოს მისცემდა „ლეგიტიმაციას მნიშვნელოვანი ევროპული კულტურული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ევროპული სახსრებით ფინანსდება“.
სამინისტრომ ასევე მიუთითა, რომ რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებულ პირებს კავშირი აქვთ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან და პროკრემლისტურ ნარატივებთან.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასისადმი გაგზავნილ წერილში ევროპარლამენტის 37-მა წევრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, შეაჩეროს ფესტივალის დაფინანსება, რაც სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს და განიხილოს შეზღუდვების დაწესება რუსულ დაკავშირებული პირების მიმართ.

ბიენალემ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის რჩება დიალოგის სივრცედ, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან გამიჯნულია. თუმცა, ევროპელი პოლიტიკოსების მზარდი ნაწილისთვის რუსეთის დაბრუნება აჩენს ფუნდამენტურ კითხვას: რამდენად შესაძლებელია კულტურული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატია“მინდა ავუხსნა ამ ორიენტირ დაკარგულ პოლიტიკოსს”- სააკაშვილი