21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

კაია კალასი: ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს არანაირ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს სრუტეებში თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას

ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს არანაირ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს „სრუტეებში თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „საზღვაო უსაფრთხოების ძლიერი საერთაშორისო კოალიციის“ შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე კალასს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება მსგავსი კოალიციის უშუალო ფუნქციები, თუმცა ხაზი გაუსვა ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელზეც გლობალური ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპიტერ მადიარი: მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას ირანის პორტების საზღვაო ბლოკადასთან დაკავშირებით