კაია კალასი ესტონეთის პრემიერის პოსტს ტოვებს

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. მანამდე ის ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.

კალასმა, ესტონეთის პირველმა პრემიერმინისტრმა ქალმა, ოფიციალურად გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ალარ კარისს ორშაბათს აცნობა. ის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება.

კალასის პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს. ახალ პრემიერად კლიმატის მინისტრი – კრისტენ მიხალი განიხილება. რეფორმის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაციის საკითხე მის კოალიციურ პარტნიორებთან – “ლიბერალური ესტონეთი 200-სთან” და სოციალ-დემოკრატებთან.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – უცხოელი აქტორებისგან იყო ზეწოლა, არ მიგვეღო პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიასაბოლოო მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა – პაპუაშვილი