თეთრ სახლში მომხდარ სროლას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
“შვებით ამოვისუნთქე, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარი სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდ არიან. დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. თავისუფალი პრესის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად გამართული ღონისძიება არასდროს არ უნდა იქცეს შიშის სცენად. დაშავებულ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს კალასი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.















