ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ ისინი ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს გზა – ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა, მიღებული კანონები, ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ჩვენ იქ რეალური პროგრესი უნდა ვიხილოთ“, – აღნიშნა კალასმა.
















