კაია კალასი აშშ-ის მიერ ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს აკრიტიკებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა.

„აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა. ევროპა გააგრძელებს თავისი ღირებულებების დაცვას – გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და საკუთარი სივრცის რეგულირების უფლებას“, – წერს ის.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.

აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.

banner
წინა სტატიაშისუსი საკვებ პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხებში ჩაერთო
შემდეგი სტატიაფოთში 32 წლის მამაკაცს, რომელმაც მეზობელი ნაჯახით აჩეხა, პატიმრობა შეეფარდა